რეზონანსი
17.06.2023

კენიაში, ბოფას სანაპიროდან ბაობაბების საქართველოში ექსპორტზე ბიძინა ივანიშვილმა ნებართვა მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდამცველები ბაობაბების გადმორგვას და ექსპორტს ბიოპირატობასაც კი უწოდებენ, კენიის სატყეო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ბუნებისთვის საფრთხის შემცველი არ არის და ექსპორტის უფლება გასცა.

mongabay.com-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში კარგად ჩანს როგორც კენიელი ადგილობრივების, ასევე საქართველოს მოქალაქეების პროტესტი დენდროლოგიური პარკის მიმართ. მასალაში ასევე განხილულია მსგავსი პარკების და შეკვეთილის სიკეთეები მოსახლეობის და ეკონომიკისათვის.

აღსანიშნავია, რომ ბაობაბი უნიკალური მცენარეა, რომელიც ათასობით წელი ცოცხლობს. ამასთანავე, ის C-ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით, კალციუმით, კალიუმითა და ბოჭკოთი გაჯერებულ ნაყოფს წარმოქმნის, რომლის კურკა, დაფქული ფორმით, სხვადასხვა კერძებში გამოიყენება. აქვე გეტყვით, რომ ბაობაბის ქერქი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება, ხოლო კურკის ზეთი სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიაში.

ინფორმაციისთვის, კენიის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყეს.

კანონმდებლები ამ სამ უწყებას გაუმჭვირვალობასა და კორუფციაში ადანაშაულებდნენ, რომლებიც, თავის მხრივ, ამბობდნენ, რომ ხეები გადაშენების პირას მყოფ სახეობებს არ მიეკუთვნებიან და შესაბამისად, შესაძლებელია მათი გაყიდვაც.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×