რეზონანსი
16.06.2023

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენას ეხმიანება და კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობს.

„პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს, მაგრამ ეს კანდიდატი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, ანუ უმრავლესობამ. ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უმრავლესობამ და შემდგომში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკაც პირველ რიგში ხდება სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ამიტომ საკითხს ვსვამთ ძალიან გასაგებად: უნდა იყოს კონსულტაციები", - აცხადებს ქადაგიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×