რეზონანსი
16.06.2023

ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ფეისბუქის" გვერდზე წერს.

„სხვა დროისთვის რომ იცოდეთ, კიდევ ერთხელ: ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია", - წერს თორნიკე რიჟვაძე.

შეგახსენებთ, გუშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ისე შემოსავლების მოცულობა. ამ საერთო ხვედრით წილში არიან, მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×