რეზონანსი
16.06.2023

არ შეიძლება კანდიდატის სტატუსი დაკავშირებული იყოს უსასტიკესი დამნაშავისა და უსასტიკესი სისტემის შემქმნელის გათავისუფლებასთან. არ შეიძლება ევროპული ღირებულებები ვინმემ მონათლოს ისე, რომ თითქოს ეს არის დამნაშავე სააკაშვილის გამოშვება-არგამოშვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ამაზე სერიოზულად არ უნდა ვილაპარაკოთ. ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხისა და სამშობლოსთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და მის კუჭზე გადის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ამ ლოგიკაში არ უნდა შევყვეთ და ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი მესიჯია, რომელსაც ვიღაცები ბედავენ", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×