რეზონანსი
16.06.2023

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო, შესაბამისად, მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სავარაუდოდ, ჭექა-ქუხილის დროს, ელვით მიიღო დაზიანებები. მეხის დარტყმას რასაც ეძახიან, ეს არის მისი დიაგნოზი. დამწვრობითი შოკია საკმაოდ სერიოზული. როგორც წესი, ჭექა-ქუხილის დროს მეხის დაცემა საკმაოდ სერიოზულ დაზიანებას იწვევს", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" გუგა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×