რეზონანსი
16.06.2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებული ვითარების მონიტორინგს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად, შეერთებული შტატები ვერ ხედავს მიზეზს საკუთარი ბირთვული ძალების პოზიციების კორექტირებისთვის ისევე, როგორც ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

ამასთან, მილერმა აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმება მიუთითებს იმაზე, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლს ქვეყანაზე სულ უფრო მეტ კონტროლს აძლევს.

„რაც შეეხება ბელარუსს, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ლუკაშენკო აკეთებს უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ არჩევანს და კრემლს ბელარუსზე მეტ კონტროლს უთმობს, ბელარუსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. რუსეთისთვის კი ეს კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, 14 ივნისს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×