რეზონანსი
15.06.2023

აჭარის უმაღლეს საბჭოში, მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის წლიური ანგარიშის წარდგენა ხმაურით დასრულდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა, თორნიკე რიჟვაძე "ჩინური კალაძე" უწოდა.

„შენი მეჯვარე რომ გაგეხადა მერი, ყველაფერზე წახვედი. ისე ნუ გააკეთებ, ქალაქში ვერ გაიარო. სულ მამა პოლიციის მაღალჩინოსანი ვერ გეყოლება. საუბრობ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე და აგრესიით იყურები. ჩინური კალაძე ხარ", - განუცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ბაგრატიონის აღნიშნულ რეპლიკას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ასე უპასუხა:

"მე აქამდე გამივლია და კიდეც გავივლი. დიდხანს ვივლით წინ. მადლობა კოლეგებო წარმატებები", - აღნიშნა სიტყვის დასასრულს თორნიკე რიჟვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×