რეზონანსი
15.06.2023

თამარ გაბუნიას განმარტებით, ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და პაციენტის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია უწყების სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეფექტური, ოპერატიული და შეფერხების გარეშე მუშაობის საშუალება ჰქონდეს. მისივე განცხადებით, აღნიშნული წარდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას პაციენტის ინტერესები და უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს მუშაობის ისეთივე მექანიზმები, როგორიც საქართველოში 18-ამდე დაწესებულებას უკვე აქვს. მათ არ სჭირდებათ სასამართლოს თანხმობა იმისთვის, რომ განახორციელოს ის ქმედებები, რაც აღწერილია ამ კანონპროექტში, მათ შორის არის შრომის ინსპექციის სამსახური, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მოსამართლის თანხმობის გარეშე, საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ შევიდეს ობიექტზე. ზუსტად იგივე, იდენტური უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, მუნიციპალურ ორგანოებს და სხვა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×