რეზონანსი
15.06.2023

საქართველოს პრეზიდენტს უნდა შევახსენოთ, რომ პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით სპეკულაციები მას შემდეგ დასრულდა, რაც სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჰაერი არ სჭირდება, საქართველოს ჰაერზეც მშვენივრად იკვებება და იქნება კარგად, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილმა შეაფასა „უკრაინსკაია პრავდასთან"სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან ევროპაში ჩემი კავშირებით და ვცდილობ, ვიმუშაო ხელისუფლებასთან გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც უფრო მეტად იქნება იმის შესაბამისი, თუ როგორ უნდა ყოფილ პრეზიდენტთან მოპყრობა".

ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

„კარგია, რომ შეწყალებას არ აპირებს, რადგან საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას საქართველოს სახელმწიფოს, ხალხის წინააღმდეგ და ევროსასამართლოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიღებდა, მაგრამ ეს სპეკულაციებიც არ სჭირდება. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა რაც არის, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ კონსტიტუციაში ჩაიხედოს და თავისი პასუხისმგებლობა რა არის, რა ფარგლებია, იმის მიხედვით ისაუბროს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×