რეზონანსი
15.06.2023

 სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ ელოდება, რომ მომავალი ზამთარი იქნება უფრო რთული რუსული ენერგორესისტების მიწოდების შეზღუდვის გათვალისწინებით. ამასთან, მისი თქმით, უცნობია, იქნება თუ არა მომავალი ზამთარი ისეთივე შედარებით თბილი, როგორც გასულ წელს.

„იმისთვის, რომ ევროპაში ენერგომიწოდების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვემზადოთ მომავალი ზამთრისთვის და მზადება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. რატომ? იმიტომ, რომ მომავალი ზამთრისთვის მზადება იქნება უფრო რთული და გამოწვევებით სავსე, ვიდრე წინა ზამთრისთვის მზადება იყო. რადგან გასულ წელს სექტემბრამდე ევროპაში ხდებოდა რუსული გაზის მნიშვნელოვანი რაოდენობით მიწოდება. ახლა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად ნულზეა, ჩვენი ქვეყნის გარდა. ამასთან ერთად, ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ეს ზამთარი ასეთივე მსუბუქი იქნება, როგორც გასულ წელს", - განაცხადა სიიარტომ.

უნგრელი დიპლომატის თქმით, ენერგორესურსების მიწოდება არც იდეოლოგიური და არც პოლიტიკური საკითხია. მისი განცხადებით, ენერგომომარაგების უსაფრთხოება არის წმინდა ფიზიკური საკითხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×