რეზონანსი
15.06.2023

თუ მოგვცემენ ევროკავშირისა და ნატოს ქოლგას, ჩვენ გვექნება იმის ფუფუნება, რომ ასეთი ფრთხილები აღარ ვიყოთ, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს ქოლგა ჯერ უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

„ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენელს, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ვინც საქართველოთია დაინტერესებული და ევროკავშირის პოლიტიკას ქმნის, მგონი, ხანდახან მასშტაბები და ზომები ჩვენი ქვეყნის ერევა-ხოლმე. ხანდახან ისეთი მოთხოვნებია ჩვენს მიმართ განწყობის დონეზე, რომ არ ვიცი, რა წარმოუდგენიათ?! ამ ზომის ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია, სხვაგვარად ამ მდგომარეობაში როგორ შეიძლება, რომ მოიქცეს, რათა გადარჩეს. მათ როგორ წარმოუდგენიათ, ეს არ უთქვამთ.

რაღაცამ ხომ უნდა გადაგვარჩინოს?! ეს რაღაც არის მაქსიმალური სიფრთხილე და ვფრთხილობთ. თუ მოგვცემენ ევროკავშირისა და ნატოს ქოლგას, ჩვენ გვექნება იმის ფუფუნება, რომ ასეთი ფრთხილები აღარ ვიყოთ, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს ქოლგა ჯერ უნდა გვქონდეს.

თქვენ თუ გსმენიათ, იგივე ტონალობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, ამას ვინმეს სთხოვდნენ?! იგივე მოლდოვის მიმართ ასეთი მკაფიო მოთხოვნები არის? დესეთე-ს წევრია საერთოდ და დესეთე-დან გამოსვლის გარეშე მიანიჭეს სტატუსი. ჩვენს მიმართ არის განსაკუთრებული მოთხოვნები, მესმის. ჩვენ ვქმნიდით ამას და ვართ ძალიან აქტიურები ამ გზაზე და სულ გვინდა, რომ მეტი პროგრესი გვქონდეს. მათ აღქმა აქვთ შექმნილი, რომ საქართველო არის ძალიან აქტიური როგორც ევროპის გზაზე, ასევე რეგიონში დემოკრატიისა და თავისუფლების დამკვიდრების თვალსაზრისით. თუმცა, დაიწყო დიდი ომი, სადაც სიფრთხილე აუცილებელია", - განაცხადა დავითულიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×