რეზონანსი
15.06.2023

როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალური მოძრაობა" რამდენად დააინიცირებს საკითხს, რომ კეზერაშვილი ოლიგარქად იყოს ცნობილი?! რა თქმა უნდა, ისინი ამას არ გააკეთებენ, - ამის შესახებ პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკას" განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არმოსაწონი პირების ოლიგარქად ცნობას შეეცდება.

„ეს ხალხი ჩვენ გვთავაზობს სწორედ ზეპერსონალურ მიდგომას, როდესაც პოლიტიკურ ჯგუფებს, პარლამენტს აძლევენ შესაძლებლობას, რომ პოლიტიზების ნიშნით მოახდინონ ამ პროცესის წარმართვა პარლამენტში.

ნებისმიერი საკითხი, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას და აღჭურავს უფლებით, მოახდინონ საკითხის წარმართვა პირის ოლიგარქად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტში, რა თქმა უნდა, სწორედ ესაა პროცესის პოლიტიზება და ზეპერსონალიზება. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალური მოძრაობა" რამდენად დააინიცირებს საკითხს, რომ კეზერაშვილი ოლიგარქად იყოს ცნობილი. რა თქმა უნდა, ისინი ამას არ გააკეთებენ და დაიწყებენ სწორედ მათთვის პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არმოსაწონი პირების ოლიგარქად ცნობას", - განაცხადა ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×