რეზონანსი
14.06.2023

რატომ განაცხადა კელი დეგნანმა, რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვენეციის კომისიიდან გაიწვია - აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქრონიკის" კითხვის პასუხად განმარტავს, რომ მაშინ ელჩი უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნას დაეყრდნო, რადგან ოფიციალურ კიევს კანონის გამოწვევა სურდა, დეგნანმა კი თქვა, რომ გამოიწვიეს.

„მოვუწოდებთ ყველას, სრულად გაეცნონ [ვენეციის კომისიის] მოსაზრებას უკრაინის შესახებ, კონკრეტულად მე-4 და მე-5 პუნქტებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა 2021 წლის დეკემბერში ორჯერ მიმართეს კანონის განხილვის გაწვევის მოთხოვნით.

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ევროკავშირის განცხადებასთან ერთად, საქართველოს ლიდერებს ურჩევს არ მიიღონ ეს კანონი. ქართველი ხალხი ელის, რომ მათი არჩეული თანამდებობის პირები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპასთან დაახლოვდეს და არა დაშორდეს", - აღნიშნავენ საელჩოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×