რეზონანსი
14.06.2023

საქართველოში რუსი ტურისტი საშინელებაა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების პლაჟებზე რომ ვუყურებთ წამოწოლილებს ოლიგარქებსა და მათ შვილებს ეს არაფერია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სად არის საქართველოში რუსული აქტივები? რაღაცას მოიგონებენ ხოლმე თვითონ და მერე, თავისივე მოგონილზე თვითონ ბრაზდებიან. საიდან არ შემოუარეს ამ ქვეყანას, ხან შავი ხვრელი ეძახეს, ხან რა შეურაცხყოფა მიაყენეს და ვერცერთი მსგავსი შეურაცხყოფის მტკიცებულება ვერ დადეს. ომის დაწყების მეორე დღესვე მოიცალა საქართველოს დაზიანებისთვის უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე წევრმა, ეს არის სამწუხარო. ისინი ცდილობენ დააზიანონ საქართველოს ევროპული მომავალი, მისი სუვერენიტეტი, მშვიდობა და არ დავაზიანებინებთ. ყველამ ყველაფერი იცის. ათეულობით და ასეულობით მილიარდს რომ ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან, ესეც ხომ ყველამ კარგად იცის?! როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს გაზრდილი და საქართველოს „შავ ხვრელს" ეძახიან, უსამართლობაა. საქართველოში რუსი ტურისტი საშინელებაა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების პლაჟებზე რომ ვუყურებთ წამოწოლილებს ოლიგარქებსა და მათ შვილებს, ეს არაფერი არ არის. ამას საგულდაგულოდ მალავენ, რომ ევროპაში ისინი მილიონებს ხარჯავენ",- განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×