რეზონანსი
14.06.2023

ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ვიცე-სპიკერის ვაკანსია არ შეივსება, ეს არავითარი პრობლემა არ არის პარლამენტის ფუნქციონირებისთვის.

„თუ უარს იტყვის კოლექტიური „ნაცმოძრაობა" კანდიდატურის წარდგენაზე და არაკოლექტიური „ნაცმოძრაობიდან" იქნება წარმოდგენილი კანდიდატურა, ჩვენ განვიხილავთ მხარდაჭერას. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში" იგულისხმება პარტია „ნაცმოძრაობა", „ლელო", ვაშაძის პარტია, გახარიას პარტია. არჩევანი არის უკიდურესად დავიწროებული, შესაბამისად, პერსპექტივა იმისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ვიცე-სპიკერის არჩევა, არის ძალიან დაბალი. თუმცა თუ ვიცე-სპიკერის ვაკანსია არ შეივსება, ეს არავითარი პრობლემა არ არის პარლამენტის ფუნქციონირებისთვის", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×