რეზონანსი
14.06.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იმედები გაუცრუვდა. მისივე თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა გამოიტანა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა.

„მე მოლოდინი მქონდა, რომელიც არ გამიმართლდა, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა გამოიტანა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა იმ რეზოლუციებისთვის, სადაც პირდაპირ საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს ამ ქვეყანაში ხდება პატიმრის წამება, მისი უფლებების შელახვა და ა.შ. იმედი მქონდა, რომ ეს ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს მოუხდიდნენ ბოდიშს, თუმცა სამწუხაროდ, ეს იმედები გამიცრუვდა. ნაცვლად ბოდიშისა მოვისმინეთ განმეორება ამ დეზინფორმაციის. ეს რა თქმა უნდა იწვევს იმედგაცრუებას, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ასეთი გაჯიუტებულია", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×