რეზონანსი
14.06.2023

აშშ-ის ელჩის განცხადებამ, თითქოს უკრაინული კანონი იყო გამოწვეული ვენეციის კომისიიდან და არ იქნებოდა დასკვნა, გარკვეულწილად ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს, გუშინ აღმოჩნდა, რომ ელჩის ინფორმაცია არ იყო ზუსტი, რაც სამწუხაროა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩის განცხადებამ პოლარიზაცი გაააღრმავა .

„ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინის კანონი ვინაიდან იყო ვენეციის კომისიის განსჯის საგანი, ჩვენ ვაპირებდით, დავლოდებოდი უკრაინის კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას, გახსოვთ, შარშან ატეხილი პანიკა ოპოზიციის მხრიდან, გინდა თუ არა ჩვენც უნდა წარვადგინოთო, არადა, ზუსტად ასლი იყო ამ კანონის. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ დაველოდებოდით. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩმაც განაცხადა მაშინ, თითქოს უკრაინული კანონი იყო გამოწვეული ვენეციის კომისიიდან და არ იქნებოდა ამაზე დასკვნა. გუშინ აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო ზუსტი, რაც სამწუხაროა. მაშინ, ამ რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს გარკვეულწილად ხელი შეუწყო ელჩის არასწორმა ინფორმაციამ, თითქოს გამოწვეული იყო უკრაინული კანონი. სამწუხაროდ, მაშინდელმა განცხადებამ თავისი ცუდი როლი შეასრულა და ზიანი მიაყენა ზოგადად პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციის გაღრმავებას, რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას, თითქოს აქ ჯიუტი ხელისუფლება, რომელიც არ წარადგენს კანონპროექტს ვენეციის კომისიაში. არადა, რასაც ვამბობდით, ის დადასტურდა გუშინ, ველოდებოდით უკრაინულ კანონს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისიის პოზიცია ცნობილია. დასკვნა გამოქვეყნებულია, მანამდე კი ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამტკიცებდა, რომ უკრაინამ კანონი გაიწვია და ვენეციის კომისია მხოლოდ ქართულ პროექტზე იმსჯელებდა. აღმოჩნდა რომ საერთაშორისო ექსპერტების შეფასება უკრაინის კანონმაც გაიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×