რეზონანსი
13.06.2023

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში განუცხადეს, 35 წლამდე მამაკაცი კლინიკაში შეყვანამდე დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალ ბულვარში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×