რეზონანსი
13.06.2023

აშშ უკრაინას ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალებს საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ჯავშანტექნიკასა და სხვა აღჭურვილობას, რაც აუცილებელია უკრაინის გასაძლიერებლად.

„რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასრულოს ის, შეაჩეროს სასტიკი თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და ხალხზე, ვიდრე რუსეთი ამას არ გააკეთებს, აშშ და ჩვენი მოკავშირე პარტნიორები უკრაინასთან ერთად იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×