რეზონანსი
13.06.2023

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო. ცვლილებების პროექტი ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით მომზადდა, რომელიც პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესს და მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განმწესებული მოსამართლის შეფასების კრიტერიუმების და ასევე სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის საკითხები წესრიგდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×