რეზონანსი
13.06.2023

უკრაინის შეტევამ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ტერიტორიებზე წარმატების

ადრეული ნიშნები აჩვენა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებას აღწევენ და ათავისუფლებენ რუსების მიერ ოკუპირებულ პატარა ქალაქებსა და სოფლებს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს შეტევა იქნება სისხლიანი და მძიმე. რუსებს ჰქონდათ საკმარისი დრო პოზიციების გამაგრებისთვის, ეს კი საკმაოდ მძიმე თავდაცვითი ხაზებია და მათი გარღვევა რთული ამოცანაა", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ ჯარებს, რომლებსაც უკრაინული ძალები უწევენ წინააღმდეგობას, სუსტი ხელმძღვანელობა ჰყავთ და ცუდად არიან აღჭურვილები.

„რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ უკრაინელებს აქვთ გამბედაობა, მონდომება, რომ გაათავისუფლონ ტერიტორია და გააძევონ რუსები", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×