რეზონანსი
13.06.2023

ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა, რომ კახოვკის კაშხლის განადგურება დიდ გავლენას მოახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე.

„ეს ყველაზე უხვმოსავლიანი რაიონია, მთელი ის ტერიტორია, რომელიც მიდის შავი ზღვისკენ, ყირიმისკენ. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. თითქმის გარდაუვალია, რომ ჩვენ ვიხილავთ უზარმაზარ პრობლემებს მოსავლის აღებაში და მომდევნო მოსავლის დათესვაში. ის, რასაც ჩვენ თითქმის გარდაუვლად ვიხილავთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ გათვლილი, არის უზარმაზარი გავლენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე", - აღნიშნა მარტინ გრიფიტსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×