რეზონანსი
13.06.2023

მოვუწოდებ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, რომ ახლა, როდესაც ვილნიუსში უნდა გაიმართოს ნატოს სამიტი, ერთობლივი მიმართვა გავაკეთოთ და მივმართოთ ნატოს წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს ნატოში წევრობის სურვილთან ერთად დაფიქსირდეს თხოვნა საქართველოს მხარდაჭერის, რამდენადაც ეს არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ქოლგა, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

მან მოუწოდა „ქართულ ოცნებას" დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, რომ უნდა შევიმუშაოთ პოზიცია და თუ ეს იქნება ერთიანი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის გაცხადებული ეროვნული ინტერესი და ეროვნული ინტერესებში რომ ერთობა გვმართებს ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. ამავდროულად, მინდა საგარეო საქმეთა მინისტრს მოვუწოდო გააკეთოს განცხადება ნატო-ს სამიტის წინ, რა პოზიციები და რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს და საერთოდ, რას აკეთებს საგარეო უწყება საქართველოს ნატოში წინსვლისთვის", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×