რეზონანსი
13.06.2023

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 8,93 ათასი ტონა, რაც 0,74 ათასი ტონით, ანუ 9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,19 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 1,97 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 1,72 ათასი ტონა (19,3%); გერმანია - 1,04 ათასი ტონა (11,6%), აზერბაიჯანი - 0,54 ათასი ტონა (6%);  და სხვ.

2023 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 45.9 ათასი ტონა, რაც 1.1 ათასი ტონით, ანუ 2.3%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (47 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში  საავიაციო ნავთის იმპორტის 51,2%  (23,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 20,5% (9,4 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან,  19,2% (8,8 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 9,1% (4,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×