რეზონანსი
13.06.2023

ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "მაკდონალდსის" "ჰეფი მილის" მენიუს სასაჩუქრე წიგნზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღშფოთებული იყო იმ შინაარსით, რომელიც ჩადებული იყო კონკრეტულ საბავშვო ბუკლეტში.

"რა თქმა უნდა, ეს გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვებისკენ იყოს მიმართული ეს პროპაგანდა, კატასტროფაა ეს ყველაფერი და იმედია, ამ შემთხვევაშიც გადახედავენ საკუთარი მასალების შინაარსს კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები. ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში", - განაცხადა კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×