რეზონანსი
13.06.2023

გამომდინარე იქიდან, რომ წელიწად-ნახევარში გვაქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები, მნიშვნელოვანია, რომ ცესკო სრულფასოვნად იყოს დაკომპლექტებული, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„მას უნდა ჰქონდეს სრული ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ დაკისრებული ფუნქციები განახორციელოს. იდგება კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ორიენტირებულია სწორედ ცესკოსთვის სრულფასოვანი უფლებამოსილების მინიჭებასა და ლეგიტიმაციაზე", - განაცხადა მიქანაძემ.

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×