რეზონანსი
13.06.2023

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, 

ქვეყნის პრეზიდენტი არ ცდილობს კოორდინირებული მუშაობა არსებობდეს პრეზიდენტს, ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შორის.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეროვნულ ბანკში იყოს ის ვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს, კოორდინირებული ვითარების შედეგად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ, პრეზიდენტი არ ცდილობს ეს კოორდინირებული მუშაობა არსებობდეს პრეზიდენტს, ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შორის, გამომდინარე აქედან გვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პარლამენტში, პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირას გაიმართება. მანამდე კი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. მმართველი გუნდის განმარტებით, პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×