რეზონანსი
12.06.2023

მკვლელობა ლილოს დასახლებაში - ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. როგორც ადგილობრივები "კურიერთან" ყვებიან, 35 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი სახლის აივნიდან გამვლელ მეზობელს ესროლა. 70 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობის მოტივზე არაფერი იციან.

"კურიერი" ესაუბრა დაკავებული 35 წლის მამაკაცის დედას, რომელიც სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც ბრალდებულის მშობელი ამბობს, მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დანაშაულის მოტივიც ეს არის.

წყარო: „რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×