რეზონანსი
12.06.2023

როგორც „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესი გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს, გამარტივებული წესი არ ნიშნავს უბრალოდ სიმარტივეს.

მისი თქმით, გამოცდა რჩება, თუმცა ასე ვთქვათ, გადაბარების უფლება აქვს პირს არაერთხელ.

„ათასჯერ გვილაპარაკია ორმაგ სტანდარტზე ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ისინი თავად საუბრობენ ბევრს საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულ წესზე და როგორც კი პარლამენტმა ამის შესახებ მსჯელობა დაიწყო, ისინი უკვე ამბობენ რუსეთის მოქალაქეებისთვის. რა პრივილეგია ექნება რუსეთის, ან რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს, ხომ ვერ მეტყვით? ვერანაირ პრივილეგიაზე ვერ მიმითითებთ, ვერც ისინი მიმითითებენ, რადგან ესეც ცალსახა სპეკულაციაა. უბრალოდ ჰაერში ნასროლი სიტყვებია, როგორც არის მაგალითად საუკუნის აფიორა - რუსული კანონი. ყველაფერს არქმევენ რუსულს, დავალება აქვთ, რომ ილაპარაკონ, რუსული ახსენონ წინადადებაში ოთხჯერ. ამ დონის ფეიკია ესეც. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესი ასევე გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს, გამარტივებული წესი არ ნიშნავს უბრალოდ სიმარტივეს. 10 წელი ხდება 5 წელი მუდმივი ცხოვრების უფლების შემთხვევაში და ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უცხოვრია საქართველოში და მიიღებს მოქალაქეობას", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×