რეზონანსი
12.06.2023

თუ [რუსეთიდან] ფრენები ხდება თურქეთში, ჩვენს მეზობლებზე ვსაუბრობ, სომხეთში, აზერბაიჯანში, ნატოს პარტნიორ ქვეყანაში - ისრაელში, რატომ არ უნდა დაფრინავდეს საქართველოში?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერევანში თუ ბაქოში ჩავა და იქიდან გადმოფრინდება ადამიანი საქართველოში თუ პირდაპირ ჩამოფრინდება, განსხვავებას ხედავთ? ქართველი, რომელიც რუსეთიდან მოფრინავს, მაინც და მაინც უნდა იწვალოს, ესაა ნაცმოძრაობის და მათი პატრონების მთავარი მიზანი? ეს არის ჩვენი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება? თუ ეს ფრენები ხდება თურქეთში, ჩვენს მეზობლებზე ვსაუბრობ, სომხეთში, აზერბაიჯანში, ნატოს პარტნიორ ქვეყანაში - ისრაელში, რატომ არ უნდა დაფრინავდეს საქართველოში? მხოლოდ და მხოლოდ ემოციაა განსხვავება, რომელსაც ძალით ქმნიან. ნახეთ როგორ საუბრობდნენ 2008 წლის შემდეგ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დანაშაულს აბრალებდნენ და დღეს გამოდიან და მორალს გვიკითხავენ რუსულ თემებთან დაკავშირებით. ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულს ვერ ვისწავლით ნაცებისგან, რომლებიც წითელ ხიდზე ასწრებდნენ ყველას და ყველაფერს. რამე რომ იყოს, ომს რომ ითხოვენ, ომს ისინი ვერ ასწავლიან ვერავის, ამ ქვეყანამ სამი ომი გადაიტანა და მეოთხე და გაცილებით მეტი სისხლის დაღვრა არ არის აუცილებელი, იმისთვის, რომ სამართლიანი მიდგომა გვქონდეს ჩვენი მეგობრებისგან. ეს არის ჩვენი მკაფიო მესიჯი, რადგან აქ დევს ჩვენი ეროვნული ინტერესი, დეოკუპაციის გზაზე სვლაც და სიმართლე არის ჩვენს მხარეს", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×