რეზონანსი
12.06.2023

ყველა ის წამოძახილები, განცხადებები, რომ თითქოს, ხაბეიშვილი, ჯაფარიძე და სხვები დღენიადაგ მუშაობენ, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის სიცრუე და ტყუილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ერთმანეთს ეჯიბრებიან რევოლუციონერობაში და რევოლუციური კომიტეტი შექმნეს. ამ კომიტეტის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ევროპის სტრუქტურებში საქართველოს საკითხი პოზიტიურად არ განიხილონ, ანუ მას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ყველა ის წამოძახილები, განცხადებები, რომ თითქოს, ხაბეიშვილი, ჯაფარიძე და სხვები დღენიადაგ მუშაობენ, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის სიცრუე და ტყუილი", - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპელმა ლიდერებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღონ, ოპოზიცია კი უკვე აქციებს გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×