რეზონანსი
12.06.2023

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმა შესრულებული აქვს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს, რომელსაც აქამდეც იმსახურებდა.

კალაძის თქმით, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვა, არასამართლიანი და პოლიტიკით გაჯერებული გადაწყვეტილება იყო.

"რას ნიშნავს ვერ მიიღებს? იყო დათქმა გაკეთებული, წარმოდგენილი 12 პუნქტიანი გეგმა შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ სტატუს მივიღებთ, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით. სამწუხაროა, რომ არასამართლიანი და პოლიტიკით გაჯერებული გადაწყვეტილება იყო მიღებული და ეს გადაწყვეტილება მიმართული იყო იმისკენ, რომ გამოეყენებინათ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის, დაპირისპირებისთვის, რევოლუციის მცდელობაც იყო, მაგრამ მერწმუნეთ, არავის არაფერი არ გამოუვა. "ქართულ ოცნებას" დღეს ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×