რეზონანსი
12.06.2023

„ნაციონალური მოძრაობა" არის მწამებლების და უთავმოყვარეო პოლიტიკური მმართველობის ავანგარდში, როცა ქვეყანას მართავდა ხელისუფლების პირობებში. როდესაც არის ოპოზიციაში, აქაც ნახეთ, რა ხდება მათ თავს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ხაბეიშვილისგან არანაირი სიკეთე არ შეიძლება მიიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ" რა უნდა შემოიკრიბოს. ადრე ხაბეიშვილმა თქვა, რაღაც გასაღები გვაქვსო. ამ ადამიანს რა გასაღებიც ჰქონდა, ისიც რომ დაკარგული აქვს, ეს კარგად ვიცით. იქნებ შეახსენოთ, როგორმე გადაუმალონ და სახლის გასაღები მაინც არ დაკარგოს „ნაციონალურ მოძრაობაში", საიდანაც გამოგდებას დაუპირებენ, იქ მაინც არ შეექმნას პრობლემა. გულწრფელად, ხაბეიშვილს გადაეცით, რომ ყველა დაკარგული აქვს და რა გასაღებიც აქვს, კარგად შეინახოს, ისიც არ დაკარგოს", - განაცხადა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×