რეზონანსი
11.06.2023

რამდენად დაცულია საქართველოში სუროგატი დედების უფლებები - საკითხით „იმედის კვირა" დაინტერესდა და ერთ-ერთი სუროგატის ისტორიას გაეცნო. ახალგაზრდა ქალმა, მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, გადაწყვიტა, სუროგატი გამხდარიყო, ტყუპი გააჩინა და საშვილოსნო დაკარგა. საქმეში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსა და გენერალურ პროკურატურაში უკვე შესულია, ადვოკატები საკონტრაქტო დოკუმენტის ხარვეზებზეც მიუთითებენ.

საქართველოში ხელოვნური ჩარევებით რეპროდუქცია თითქმის უკონტროლოა, ამიტომ რაღაც გაგებით მარტივია და შესაბამისად მიმზიდველიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც. ეს სფერო არაერთ ქვეყანაში საერთოდ აკრძალული, უმრავლესობაში კი საკანონმდებლო ჩარჩოებშია მოქცეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×