რეზონანსი
11.06.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი „ფრანკლინის კლუბის" მიერ ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას ეხმიანება.

„ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული იდენტობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი ყურადღებით ვიყოთ, რათა ასეთ რაღაცებს ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილად არ ჰქონდეს ადგილი და არ ეცადონ ჩვენს შვილებსა და ახალგაზრდობას ეს აზრი თავს მოახვიონ", - განაცხადა ჩიქოვანმა.

„ფრანკლინის კლუბი" ამჯერად კითხვის ნიშნის ქვეშ მსოფლიო დამწერლობის რაოდენობას აყენებს. ფრანკლინის კლუბი, რომელიც მეცნიერებაზე უფრო მეტად, „გუგლის" საძიებო სისტემას ენდობა, ამტკიცებს, რომ მსოფლიოში იმაზე უფრო მეტი დამწერლობაა, ვიდრე აქამდე ვიცოდით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×