რეზონანსი
11.06.2023

ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვაქვს მყარი პოზიციები. ივნისის ბოლომდე სრულდება მუშაობა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი, პოლარიზაცია რეფორმებით ვერ დასრულდება. პოლარიზაციას სჭირდება რადიკალიზმის შემცირება ოპოზიციაში. სამწუხაროდ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება იმ პუნქტებს, რომელზეც ჩვენ გეკისრება პასუხისმგებლობა, ეს იყო რეფორმები, თანამდებობის პირთა არჩევა, ჩვენ ყველა პუნქტი სათანადოდ შევასრულეთ ან შევასრულებთ ივნისის ბოლომდე. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მუდმივად ვუზიარებთ ინფორმაციას რეფორმების განხორციელების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ერთი, რომ ვართ პირნათელი რეფორმების განხორციელების კუთხით და მეორე, ინფორმირებაც, რა თქმა უნდა არის უზრუნველყოფილი. ჩვენი პარტნიორების ფართო ინფორმირება არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას ვაკეთებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×