რეზონანსი
11.06.2023

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საერთაშორისო პარტნიორებისა და დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა.

„ევროკავშირთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის. ოფიციალური განცხადება, რაც კანცლერის მხრიდან გავრცელდა იყო ის, რომ საქართველომ უახლოეს კვირებში 12 რეკომენდაციის შესრულება უნდა დაიწყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორების თხოვნაა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ 12 პუნქტი უნდა შესრულდეს. ასევე, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების" ტყუილი, ყველაფერი შევასრულეთ, ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულებულია, ეს არის ტყუილი და ამ ტყუილის არავის სჯერა. 12 რეკომენდაცია არის შესასრულებელი, ეს არის ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის სურვილი და მოთხოვნა და ასევე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თხოვნაც", - განაცხადა ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×