რეზონანსი
11.06.2023

რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება დიდი ხნით დატოვებს ყირიმს მტკნარი წყლის გარეშე და შეაფერხებს მის განვითარებას , - ამის შესახებ მედიას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განუცხადა.

„ყირიმის ნახევარკუნძულის წყალმომარაგება შესაძლებელი გახდება მხოლოდ უკრაინის კონტროლის ქვეშ მისი დაბრუნების შემდეგ", - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, უკრაინა ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთს არ სჭირდება ყირიმის მოსახლეობა.

"ჯერ გასული წლის დეკემბერ-ნოემბერში ვწერდით ამის შესახებ, რომ რუსებს არ სჭირდებათ ყირიმის მოსახლეობა, და ისინი ადრე თუ გვიან მიიღებენ გადაწყვეტილებას კაშხალის აფეთქების შესახებ და მაშინ ყირიმი დარჩება წყლის გარეშე", - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

მისივე თქმით, ყირიმი იქნება უკრაინული.

"ცოტა ხანში ყირიმის განვითარებისთვის უდიდესი პრობლემა გახდება სასმელი წყლის არსებობა. ეს 3-5-7 წლით შეაფერხებს ნახევარკუნძულის განვითარებას, სანამ არ აშენდება ახალი კაშხალი იმისთვის, რომ ყველაფერი აღდგეს. მაგრამ ის უკვე ნამდვილად იქნება ჩვენი მშობლიური უკრაინული ყირიმი ", - განაცხადა დანილოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×