რეზონანსი
10.06.2023

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს აა­ნონ­სებს „ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი", მათ შო­რის არის ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლის ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ყო­ფილ­მა ქმარ­მა გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კით ცოლი მოკ­ლა, ცხე­და­რი ხევ­ში გა­და­აგ­დო, კვა­ლის ასა­რე­ვად კი პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად ეძებ­და თით­ქოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ მა­რი­ტას. ასე­ვე, გო­გო­ნას ემიგ­რანტ დე­დას არ­წმუ­ნებ­და, რომ მისი შვი­ლი ცო­ცხა­ლი იყო.

„მე­უბ­ნე­ოდ­ნენ, მიდი გვა­ნა­ხე, სად არი­სო. არა­და ყვე­ლა­ფე­რი კა­მე­რებ­ში ჩანს, რომ ერ­თად ვართ და ვტო­ვებ მას. მე­კა­ი­ფე­ბით-მეთ­ქი? ვი­ცი­ნო­დი, როცა მე­კი­თხე­ბოდ­ნენ მა­რი­ტა­ზე. ცო­ცხა­ლია გოგო და მა­ინც მე მე­და­ვე­ბი­ან, შენ გა­აქ­რეო" - ის­მის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში, რო­მელ­საც "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს.

ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ 31 წლის მა­მა­კა­ცი ყო­ფი­ლი ცო­ლის ცხე­დარს ორი დღე მან­ქა­ნით ატა­რებ­და, შემ­დეგ კი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­აგ­დო ხევ­ში.

„მა­გას ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, და­არ­ტყა, გა­თი­შა და მოკ­ლა" - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, 31 წლის ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი ცოლი, 27 წლის მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბილ­ში თო­კით გა­გუ­და, მე­ო­რე დღეს კი, ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით, გლ­და­ნის ხევ­ში გა­და­აგ­დო.

ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×