რეზონანსი
10.06.2023

„სტრატეგია აღმაშენებელი" ვართ პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც წითელი ხაზი გადის პრორუსულ ძალებზე, რომელთა სათავეშიც დგას „ქართული ოცნება", დანარჩენი, ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვსაუბრობთ და გავაგრძელებთ საუბარს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ერთიანი ფრონტით უნდა დაამარცხონ „ქართული ოცნება".

„მინდა, დავამშვიდო საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია შექმნის ისეთ მოდელს, რომელიც გამარჯვებას მოუტანს საქართველოს და ქართველ ხალხს. გამარჯვება კი მდგომარეობს იმაში, რომ რუსული რეჟიმი დავამარცხოთ და საქართველომ სწრაფი სვლა გააგრძელოს ევროატლანტიკური მიმართულებით. განვახორციელოთ რეფორმები, რაც სიკეთეს და კონკრეტულ შედეგს მოიტანს ყველა ქართულ ოჯახში. დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები და წინ წავიდეთ.

რაც შეეხება ოპოზიციის ფლანგზე კონსულტაციებს, „სტრატეგია აღმაშენებელი" ვართ პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც წითელი ხაზი გადის პრორუსულ ძალებზე, რომელთა სათავეშიც დგას „ქართული ოცნება". დანარჩენი, ყველასთან ვითანამშრომლებთ, ყველასთან ვსაუბრობთ კიდეც და გავაგრძელებთ საუბარს, რადგან ძალა არის ერთობაში და ერთიანი ფრონტით ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება". რა მოდელს მიიღებს ოპოზიცია, ეს უკვე ტექნიკის საკითხია. მთავარია, ყველა ვხედავთ, რომ ერთმანეთის გარეშე დიდ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ. გამარჯვება ჩვენს ხელშია, თუ ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით. უნდა ვიმუშაოთ სხვადასხვა ფორმატში. მთავარია, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და საზოგადოებაც ამას გვეუბნება, ნუ გათითოკაცდებით, ნუ დაუპირისპირდებით, იპოვეთ საერთო ენაო. „სტრატეგია აღმაშენებელი" ღიად და პირდაპირ ვაცხადებთ, პრორუსული ძალების გარდა, როგორიც არის „ქართული ოცნება", ყველასთან შეგვიძლია საუბარი, წითელი ხაზი ჩვენთვის არის რუსეთი და მასთან დაკავშირებული ძალები", - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×