რეზონანსი
10.06.2023

ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საჭიროა რეფორმებთან დაკავშირებული სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები მომდევნო კვირებში, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართულ შეხვედრას.

„მან დაადასტურა გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერს ელჩი „ტვიტერზე".

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გუშინ გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×