რეზონანსი
10.06.2023

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, რა დრო­საც სტუ­დენ­ტებ­მა კო­ბა­ხი­ძეს კი­ბე­ზე ჩას­ვლი­სას რუ­სუ­ლი ვა­ლუ­ტა ეს­რო­ლეს, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას" მო­წყო­ბი­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბი, სწო­რედ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან არი­ან აფი­ლი­რე­ბუ­ლე­ბი და ამ შემ­თხვე­ვა­ში მათი სტუ­დენ­ტო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ამ ახალ­გაზ­რდებს ყვე­ლა­ნა­ი­რი ორი­ენ­ტა­ცია არე­უ­ლი აქვთ.

„ეს იყო ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას" მიერ მო­წყო­ბი­ლი პრო­ვო­კა­ცია. ისი­ნი იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი, იღებ­დნენ ამ ე.წ. ინ­ცი­დენტს. სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო მო­სუ­ლი „ფორ­მუ­ლას­თან" აფი­ლი­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ყო­ველ­გვა­რი ორი­ენ­ტა­ცია აქვს არე­უ­ლი.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი უნდა იყოს ამ ახალ­გაზ­რდე­ბის გა­დარ­ჩე­ნა. მე მგო­ნია, მათი გა­დარ­ჩე­ნა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მათი ორი­ენ­ტა­ცი­ის სწორ რელ­სებ­ზე მოქ­ცე­ვა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს ახალ­გაზ­რდე­ბი პარ­ლა­მენ­ტის წინ იდ­გნენ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და პრე­მი­ე­რის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ. არა­ფერ შუ­ა­ში არ არის მისი სტუ­დენ­ტო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში. მათი ორი­ენ­ტა­ცია ყვე­ლა­ნა­ი­რად არის არე­უ­ლი.

მე მგო­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა მო­ექ­ცნენ სწორ რელ­სებ­ზე, სა­ჭი­როა, რომ ბი­ჭებ­მა ცო­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნონ, გო­გო­ნე­ბი და­ქორ­წინ­დნენ, გამ­რავ­ლდნენ და ა.შ. მათი ყვე­ლა­ნა­ი­რი ორი­ენ­ტა­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, უნდა გა­მოს­წორ­დეს, ეს არის ჩვე­ნი ამო­ცა­ნა. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ამის­თვის, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ამ ახალ­გაზ­რდე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად",- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×