რეზონანსი
10.06.2023

ანკარაში, რაკეტების ქარხანაში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, აფეთქება თურქეთის დედაქალაქის ელმადაგის რაიონში მოხდა.

დაღუპულები ქარხანაში დასაქმებული პირები არიან. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, ქარხანაში აფეთქება ხანძრის შედეგად მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×