რეზონანსი
10.06.2023

ამაზონში, ავიაკატასტროფიდან 40 დღის შემდეგ 4 მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი იპოვეს, - ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვებს მას შემდეგ ეძებდნენ, რაც ავიაკატასტროფამ 40 დღის წინ, მათი დედის სიცოცხლე შეიწირა.

„ისინი ჯუნგლებში ცხოვრების ცოდნამ გადაარჩინა. გადარჩენის მაგალითი, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება. ისინი ჯუნგლების შვილები არიან და ახლა ისინი კოლუმბიის შვილები არიან", - განაცხადა გუსტავო პეტრომ.

13 წლის, 9 წლის, 4 წლის და 1 წლამდე ასაკის ბავშვები ჯუნგლებში 1-ელ მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის გადარჩენილი მგზავრები არიან. კატასტროფას მათი დედა, კიდევ ერთი მგზავრი და პილოტი ემსხვერპლნენ.

დაკარგული ბავშვების გადასარჩენად სამხედრო სამძებრო ოპერაცია განხორციელდა, რომელშიც კოლუმბიის სპეცდანიშნულების ძალების ასზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×