რეზონანსი
10.06.2023

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დეპუტატის მანდატს ტოვებს.

ჯონსონის თქმით, ის „დაბნეული და შეძრწუნებულია" მას შემდეგ, რაც მიიღო წერილი კომიტეტისგან, რომელიც იძიებს, მოატყუა თუ არა მან ბრიტანელი კანონმდებლები, რომლებიც „ფართიგეითის" სკანდალს იკვლევდნენ. საუბარია ჯონსონის მიერ კოვიდპანდემიის დროს წესების შესაძლო დარღვევაზე, სადაც გავრცელებული ცნობით, ყოფილმა პრემიერმა საკუთარ დაბადების დღეზე რეგულაციით დაშვებულ რაოდენობაზე მეტი სტუმარი შეკრიბა.

მისივე თქმით, წერილმა ნათლად აჩვენა, რომ კომიტეტს გადაწყვეტილი აქვს სამართალწარმოება პარლამენტიდან მის გასაძევებლად გამოიყენონ.

ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი გასული წლის სექტემბერში დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×