რეზონანსი
09.06.2023

ფედერალური სამართალდამცავების იარაღად გამოყენება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს თავისუფალი საზოგადოებისთვის, - წერს აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი რონ დესანტისი საკუთარ „ტვიტერის" გვერდზე და დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება.

დესანტისის თქმით, კანონის წინაშე გათანაბრებული არ არიან კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები.

„წლების განმავლობაში, პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, კანონის არათანაბარი გამოყენების მოწმეები ვართ. რატომ ხართ ასეთი გულმოდგინე ტრამპის დევნაში, მაგრამ ასეთი პასიური ჰილარი კლინტონისა და ჰანტერ ბაიდენის მიმართ?"- აღნიშნავს დესანსიტი.

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი, მათ შორის 31 ეპიზოდზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ შენახვის ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×