რეზონანსი
09.06.2023

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ირანი რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა.

მანამდე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთმა ირანისგან ასობით საბრძოლო დრონი მიიღო.

„ირანი რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალის მუდმივ ნაკადს აწვდის, რომელიც გამოიყენება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად. სანაცვლოდ, რუსეთი ირანს აწვდის დახვეწილ სამხედრო ტექნოლოგიებს, ფინანსურ მხარდაჭერასა და რჩევებს, რომელიც რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ და პროტესტის ჩასახშობად", - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×