რეზონანსი
09.06.2023

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში დაიწყება მას შემდეგ, რაც 7-8 ივლისს ობიექტების მომზადება დასრულდება.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ღონისძიებებს თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით",- განაცხადა პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×