რეზონანსი
09.06.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

„13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება. თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×