რეზონანსი
09.06.2023

ტექნიკური ხარვეზის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112" მასთან დასაკავშირებელ ალტერნატიულ ნომრებს აქვეყნებს.

როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს და ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

„ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გჭირდებათ გადაუდებელი დახმარება და „112"-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 577011139; 577011174; 591544384; 591946840; 591946870; 591544375;

ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×